ვირუსის მასშტაბების ზრდის გამო, სკოლებში კონტროლი მკაცრდება

  •  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე საუბრობს და ახალი ტალღის დაწყებას აცხადებს. შესაბამისად, განცხადებას აკეთებს განათლების სამინისტროც და აცხადებს, რომ სკოლებში კონტროლი მკაცრდება.

„მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0,03%-ს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება. მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასი იმყოფება. (საგულისხმოა, რომ ორი დღის წინ, საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 სკოლა იმყოფებოდა. აქედან 15 სკოლა ორშაბათიდან სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებს)’ – აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, საჭიროების მიხედვით, სკოლებში წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.

„ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 80 მასწავლებელი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ გავრცელდება“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები