„კლასტერული გავრცელება დაიწყო“ – დაავადებათა კონტროლი ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი კორონავრუსის მასშტაბური გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „კლსტერული გავრცელება“ დაიწყო.

ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ვითარება ზუსტად იმ საწყისი ეტაპის მსგავსია, რომელიც ქვეყანამ პირველ ეტაპზე უკვე გაიარა და რომელის ე.წ. კლასტერებს ეხებოდა.

“ჩამოყალიბებულია „კლასტერები“ გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში. ეს იმას ნიშნავს, რომ კლასტერები ისევ გაჩნდა და შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება.  შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ გურიაში, სამეგრელოსა და კასპის ერთ სოფელში სპეციალური შეზღუდვები მოქმედებს და შესაბამისი ე.წ.გამშვები პუნქტებიც მოეწყო.

მსგავსი თემები