“ნამახვან ჰესის“ მშენებლობის პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია

რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვენ ჰესის“ მშენებლობა განახლდა, დღესაც სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, ადგილზე დღესაც შეიკრიბებიან და მშენებლობას გააპროტესტებენ. აქცია 12:00 საათზე დაიგეგმა.

მიმდებარე ტერიტორია ბლოკირებულია და გადაადგილება შეზღუდულია. საპოლიციო დანაყოფები კი გუმათთან არიან მობილიზებულები.

შეგახსენებთ, რომ, გუშინ, სამართალდამცველებმა, ადგილზე 2 ადამიანი დააკავეს.  დაკავებულებს ბრალად ედებათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა. კერძოდ, 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი დანაშაული.

მსგავსი თემები