„გაუქმდეს კომენდანტის საათი“ – აქცია-მსვლელობა თბილისში

  •  

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათს აპროტესტებენ და მის დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვენ.

პლაკატებითა და ტრანსფარანტებით აღჭურვილი აქციის მონაწილეები, თბილისში სამ ლოკაციაზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტისკენ დაიძრნენ.

გეგმის მიხედვით, მათ პარლამენტის შენობის წინ სცენა უნდა დაემონტაჟებინთ, სადაც საღამოს კონცერტს გეგმავდნენ. თუმცა, სამართალდამცველებმა მათ სცენის დამონტაჟიბის შესაძლებლობა არ მისცა.

აქციის მონაწილეები აპირებენ, პროტესტის ნიშნად „კომენდანტის საათი” დაარღვიონ და ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაატარონ. აქციაში მონაწილეობას ღებულობენ: „გირჩი – მეტი თავისუფლების;“ მოძრაობა „სირცხვილია“ „ლელო;“ „ევროპული საქართველო“ და სხვები.

ისინი ითხოვენ იმ ჯარიმების გაუქმებას, რომელიც, “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის ამ დრომდე გამოწერეს.

მსგავსი თემები