გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებს 8 ტომი გადასცეს

  •  

ახალციხეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებმა სს საქმის მასალები მიიღეს. 8 ტომიანი საქმე ადვოკატებს დღეს გადასცეს.

როგორც საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ორივე ადვოკატი საქმის მასალების გაცნობას დღეს დაიწყებს და სრულად გასაცნობად რამდენიმე დღე დასჭირდებათ.

„მასალები საკმაოდ მოცულობითია, სულ 8 ტომია. შევისწავლით უახლოეს პერიოდში და ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, უფრო  კვალიფიციური, ინფორმირებული და დასაბუთებული პოზიციები დავაფიქსიროთ. საქმის მასალებში არის „იმედის კლინიკის“ მედპერსონალის გამოკითხვის ოქმები, ასევე თბილისის კლინიკის მედპერსონალი. ასევე, გამოკითხული არიან პირები, რომელთა აცრა მეგისთან ერთად მოხდა“ – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, მათთვის ისევ ხელმიუწვდომელია ექსპერტიზის დასკვნები.

მსგავსი თემები