ოპოზიცია 15 მაისისთვის ემზადება და სპეციალურ „შტაბს“ ქმნის

„ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციის შეკრება დასრულებულია.  საერთო გადაწყვეტილებით, იქმნება „15 მაისის შტაბი,” რომელიც დაგეგმილი აქციების განრიგსა და სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს.

პირველი ეტაპი კი 15 მაისს დაგეგმილი აქციისთვის მზადება იქნება. როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერები რეგიონებში გადანაწილდებიან და პროცესებს ადგილზე უხელმძღვანელებენ.

„ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას“ – განაცხადა ბურჯანაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები