ნამახვან ჰესის“ მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია – შსს განცხადებას ავრცელებს

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის გამო, ადგილზე აქტივისტები ისევ შეიკრიბნენ და მშენებლობას აპროტესტებენ. ჰესის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა და აქციაში მონაწილეობის მსურველებს ადგილზე მისვლის შესაძლებლობა არ ეძლევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს.   

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვან ჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყებაში ადასტურებენ, რომ ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია. „უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიო კავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები