„ანდრია სარიას ქმედებები მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება“ – რას აცხადებენ საპატრიარქოში 

მღვდელმონაზონი ანდრია სარია მაღვდელმსახურებიდან განკვეთის მოლოდინშია. საპატრიარქოს სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ანდრია სარიას ქმედებები მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება, თუმცა, დასკვნას ხელი პატრიარქმა უნდა მოაწეროს.  

როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას განუმარტა, მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომაზე მღვდელმონაზონ ანდრია სარიას განუმარტეს, რომ მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება.

„დღეს მოწვეული იყო სხდომაზე მღვდელმონაზონი ანდრია სარია. მას განუმარტეს, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას. იცით, რომ მამა ანდრია სარიას ადრე მიეცა შენიშვნა, მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც შეუჩერდა მღვდელმსახურება, დღეს შედგა კომისია და განემარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის დასკვნას – მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას. კომისია მიიღებს დასკვნას და რეაგირებისთვის ეს დასკვნა გადაეცემა პატრიარქს. გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს“,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები