„თუ სანქციები დაგვიწესეს, მივიღებთ დეფოლტს – ვითარება გართულდება“ – შოთა ბურჯანაძე

„მარტივია, რა შეიძლება დაემართოს ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ შემოსავალი და აქვთ ბევრი ვალდებულება. თუ სანქციები დაგვიწესეს, მივიღებთ დეფოლტს“ – ეს განცხადება “რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ  მედიაცენტრ მთავარში გააკეთა.

როგორც  ბიზნესის აქტიური ლობისტი აღნიშნავს,  ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ კრიზისის შექმნაში ფიგურირებს არის პაპუასი.

„ურთულეს სიტუაციაში ვართ, ფაზები არ იცვლება. ერთი რეალობიდან მეორეში გადავდივართ და რთულდება ვითარება. მანამ, სანამ ქვეყანაში სამი კრიზისი არსებობს – ეკონომიკური, პოლიტიკური და „კოვიდ კრიზისი“, უფრო მკაცრ განცხადებებს მოვისმენთ. როცა გვეუბნებიან, რომ თქვენი მომავლისთვის და განვითარებისთვის ეს და ეს ნაბიჯები გადასადგმელია, მაგრამ ჩვენ ჯიუტად ვდგავართ და მას არ ვაკეთებთ, რატომ უნდა ველოდეთ ან დაფინანსებას, ან გვერდით დგომას? თუ გვინდა ევროპა და ევროპის გვერდით დგომა, უნდა ვიმოქმედოთ ევროპული წესებით, აღმაშფოთებელი იყო დანიელსონის ჩამოსვლის შემდეგ შეთანხმებამდე ვერ მისვლა“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ მთავართან“.  

კითხვაზე, ფინანსური სანქციების დაწესებით რას მიიღებს ქვეყანა, მან ერთი სიტყვით უპასუხა:

„მივიღებთ დეფოლტს. სახეზეა, რომ ორი მხარე შეთანხმებას ვერ აღწევს, რომ ქვეყანა განვითარდეს. ასე იქცეოდნენ პაპუასები და ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ ვითარებაში არის ჩართული, არის პაპუასი, განუვითარებელი, რომელსაც არ შეუძლია ქვეყანა განვითარებისკენ მიმართოს. სამწუხაროდ, ვითარება უფრო და უფრო გართულდება. თუ ევროკავშირმა სანქციები დაგვიწესა, და ფინანსური დახმარება შეგვიწყვიტა,  ეს იქნება დეფოლტი, არ შემოვა ინვესტიცია, დახმარება,  ვერ ვქმნით პროდუქტს და მინუსებში წავა ეკონომიკა.   მარტივია, რა შეიძლება დაემართოს ოჯახებს, რომლებსაც არ აქვს შემოსავალი და აქვს ბევრი ვალდებულება“ – განაცხადა ბურჯანაძემ მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები