საპატრიარქო მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განკვეთას გეგმავს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე, ანდრია სარიას მიეცა განმარტებები მის მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და იმაზე, რომ მისი ეს ქცევა მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება.  

“დღეს შედგა სხდომა, ყურადღება გამახვილდა მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას საქმეზე, მას განმარტება მიეცა მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. მას ასევე განემარტა, რომ მისი ეს ქცევა  ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას. დასკვნას მიიღებს კომისია, რომელიც რეაგირებისთვის პატრიარქს გადაეცემა,”- აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე. 

მსგავსი თემები