„თუ შემთხვევები გაიზარდა, სააღდგომოდ მოგვიწევს შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, აპრილი საფრთხილოა. თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ეპიდემიოლოგი ვარაუდობს, რომ სააღდგომოდ დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება გახდება საჭირო.   

„გთხოვთ ყველას, აპრილი გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად და მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომ სააღდგომო, ყველაზე დიდ დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად. თუ დაახლოებით ეს ეპიდსიტუაცია გვექნა, რაც დღეს გვაქვს და არ წავიდა სერიოზულ, ნახტომისებურ ზრდაში და შევინარჩუნეთ ამ ფარგლებში, 300-400-500 დღეში, მაშინ სერიოზული წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება. მაგრამ, თუ იქნა ეს კლასტერები, რაც დღეს გვაქვს და ისინი გამრავლდა, თუ შიდა გავრცელება იქნა საყოველთაო, მაშინ რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებების შემოტანა, რაც ორმაგად დამთრგუნველია განსაკუთრებით წინასააღდგომო თუ აღდგომის შემდგომ პერიოდში. ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ ამ ყველაზე მარტივი რეკომენდაციების დაცვისკენ – ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია, თავი ავარიდოთ თავშეყრებს, დიდ ქორწილებს, სუფრებს, ნებისმიერი მიზნით შეკრებებს და მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები