საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევა დადასტურდა – საეჭვო 140-მდე შემთხვევის კვლევა გრძელდება

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადგენილი. როგორც NCDC-ს წარმომადგენელმა, ხათუნა ზახაშვილმა “ფეისბუქლაივის” დროს აღნიშნა, სულ რეინფექციაზე საეჭვო 140 შემთხვევას იკვლევენ, 16-მდე შემთხვევაზე კვლევა უკვე დასრულდა, საიდანაც სამში დადასტურდა ხელმეორედ დაინფიცირება. 

მისივე განმარტებით, ​რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტი ინფიცირება ხდება 2-ჯერ თანმიმდევრულად, როდესაც პირველი შემთხვევისგან ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა და ის ხელახლა დაავადდა ამავე ვირუსით. ხათუნა ზახაშვილის თქმით, მსოფლიოს მოლოდინი, რომ ვირუსით ხელახლა ცოტა ადამიანი დაავადდებოდა, არ გამართლდა და რეინფიცირების სულ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

“​ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რადმენჯერმე დაავადდეს და ყველას მოგიწოდებთ ყურადღებისკენ,” – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. 

მსგავსი თემები