“სირცხვილი” – პავილიონისი მდინარაძეს

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ტვიტერზე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მამუკა მდინარაძის განცხადებას.

“სირცხვილი. რუსეთ-საქართველოს ომის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე, რათა ქართველები გამკლავებოდნენ ამ აღმაშფოთებელ აგრესიას. ამ რთულ პერიოდში და მას შემდეგ ყოველ დღეს ვებრძvი რეგიონში რუსულ აგრესიას”,- დაწერა პავილიონისმა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის და ​თავის დროზე ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონის საქართველოში შემოშვება ერთ კონტექსტში განიხილა. ამ საკითხზე მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მამუკა მდინარაძისა და საქართველოს პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის უარყოფითი დამოკიდებულება ჟიგიმანტას პავილიონისის მიმართ იმ სიტყვებმა გამოიწვია, როცა მან ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან შორის მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრის დროს თქვა:

“თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ”.

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა,  რომ ჟიგიმანტას პავილიონისი პირადად მისთვის და მთელი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს.

მსგავსი თემები