დასაშვებია თუ არა ვაქცინაცია ორსულებში? – მედიკოსის განმარტება

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მოქმედების შესახებ ორსულ ქალებში კვლევა არ ჩატარებულა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა. 

მისი განმარტებით, კვლევა მხოლოდ ცხოველებზე ჩატარდა და ტერატოგენული მოქმედება ნაყოფზე არ დაფიქსირებულა. 

“თუ მოხდება აცრა შემთხვევითი მიზეზით ორსულობისას, როდესაც არ არის ჯერ კიდევ იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას და ორსულობა უნდა გაგრძელდეს,” – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა. 

მსგავსი თემები