„ნუ დაუპირისპირდებით ერს, არც ერთი ძალის წინაშე დავიხევთ უკან“ – მეუფე

„ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ მაინც თავისი არ დაიშალეს და გაიტანეს, ჩვენ გვრჩება პარლამენტიპარლამენტში 150 კაცი ავირჩიეთ, დღეს არ ვიცი, რამდენი არის დარჩენილი, მაგრამ მე მჯერა, რომ მათში საქართველოს მოწინააღმდეგეს იმდენს ვერ იპოვიან, რომ ქართველი ერის წინააღმდეგ მიიღონ რაღაც გადაწყვეტილება, ნუ დაუპირისპირდებით ერს”- ასეთია ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის დღევანდელი ქადაგების ნაწილი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და  მასშტაბურ გამოსვლებსაც აანონსებს.

„2012-ში მე ვერ ვიფიქრებდი, რომ მომიწევდა ასე საუბარი, ვეღარ ვცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ, მაგრამ ახლა ძირითადად, 2016-დან ვერ ვცნობ, ვინც არიან, პარლამენტში ვინ არიან. კეთილი ინებონ და გამოფხიზლდნენ. სხვებიც ყოფილან, უფრო ძლიერად ყოფილან, შევარდნაძე იყო, უფრო ძლიერად იყო, სააკაშვილი იყო, უფრო ძლიერად იყო, მაგრამ ერმა რომ გადაწყვიტა, ქართველი ერი სხვანაირია,“ – აღნიშნა მეუფემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას მიმართ გზავნილს, შემდეგია: „შს მინისტრს ვიცნობ და ჭკვიანი კაცია.  მინდა, მივმართო მას, ის არის პოლიციის სახე დღესდღეობით. ქვეყანას სჭირდება ძლიერი პოლიცია და დღევანდლამდე, ძველი დროიდან მოყოლებული, ქართველი სამართალდამცავები, რასაც ებრძოდნენ ახლა თვითონ რომ გააკეთონ,  პოლიციაში რა ავტორიტეტი ექნებათ? ჩვენ უფრო მოგვისმენს ხალხი თუ ჩვენს მთავრობას, იმ ადამიანებს, რომლებიც კეთილდღეობაზე გველაპარაკებიან და გადახედონ და შეხედონ, რამდენი გაჰყვება მათ და რამდენს ექნება ჩვენი იმედი, რომ არ მივატოვებთ“.

მეუფე იაკობი ხელისუფლებას მასშტაბურ აქციებსაც უხსენებს და ამბობს, რომ ეკლესია ყოველთვის ხალხის ნების მხარდამჭერი იქნება: “ნუ დაუპირისპირდებით ერს. ერთი რამ იცოდეთ, ჩვენ ეკლესიას გადაწყვეტილი გვაქვს, სადაც დავჭირდებით ერს, ვიქნებით იქ. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჭკვიანი ხალხი ვართ და შეგვიძლია ისე წყნარად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არც იცოდნენ, რას ვაკეთებთ. არაფერზე, არც ერთი ძალის წინაშე არ დავიხევთ უკან. ჩვენ დავდგებით იქ, სადაც გვთხოვს ჩვენი ერი, ბევრი მოდის და ბევრი გვეუბნება, ოჯახიდან ბევრი გამოვალთო, ბავშვებთან ერთად გამოვალთო და ალბათ, თუ უგუნურება გაგრძელდება, ასი ათასობით კაციც გამოვალთ და მერე უკვე ძალის წინააღმდეგ, უნდათ – არ უნდათ, დაიხევენ უკან,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები