კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 785 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 65, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 23, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 437 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 273 604-მდე.

მსგავსი თემები