რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები იძულებულები გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ – კვერცხებით აჭრელებული იუბილარი

რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა საქართველო იძულების წესით დატოვა. აქტივისტებმა, რომლებიც იუბილარის ქვეყანაში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, აეროპორტიდან სასტუმრომდე,  მას და სტუმრებს კვერცხები დაუშინეს. შედეგად, ჟურნალისტი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

რუსი სტუმარი, მის მეგობრებთან ერთად, უკან ჩატრერული რეისით გაფრინდა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად და დასასვენებლად ჩამოვიდა. ის ქვეყანაში 3 დღით დარჩენას გეგმავდა, თუმცა, სამოქალაქო აქტივისტებმა დაბადების დღის აღნიშვნის შესაძლებლობა არ მისცეს და ქვეყანა დაატოვებინეს.

აქტივისტები, აფხაზეთთან დაკავშირებით მის განცხადებებს აპროტესტებდნენ. კერძოდ, როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მას ეკუთვნის სიტყვები: “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

მსგავსი თემები