ვლადიმერ პოზნერი საქართველოდან პოლიციის დახმარებით გააცილეს – შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა,  ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

უწყების განმარტებით, ის საქართველოში ამერიკის პასპორტით ამოვიდა.

„აღნიშნული პირი არის  აშშ-ის მოქალაქე. მას არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღეს აღსანიშანად ჩამოვიდა. მას აეროპორტში პროტესტითა და კვერცხებით დახვდნენ.

მსგავსი თემები