გარდაცვლილი ექთნის მეუღლეს საქმის მასალებზე წვდომა შეეზღუდა – პროკურატურის განმარტება

19 მარტს გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალების ნაწილის გაცნობაზე უარი ეთქვა.

პროკურატურის შესაბამის დადგენილებაში, ამ შეზღუდვის მიზეზებია განმარტებული.

დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ პირველ ეტაპზე გარდაცვლილის უფლებამონაცვლე შეუფერხებლად გაეცნო იმ დროისთვის არსებულ საქმის მასალებს, თუმცა, ამჟამად დამატებითი მასალების გაცნობამ, შესაძლოა გამოძიების პროცესს ხელი შეუშალოს.

“დღეის მდგომარეობით, დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემამ, შესძლოა, გამოიწვიოს მათი გასაჯაროვება ანდა მოწმეებზე ზემოქმედება, მათი დაშინება, ნივთმტკიცებების განადგურება, ყალბი მტკიცებულებების შექმნა და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესისი ხელშეშლა. ამასთანავე, საქმის მასალების შინაარსისა და მათი სფეციფიკის გათვალისწინებით, ასევე შეუძლებებლია, დაზარალებულის უფლებამონცვლისთვის საქმის მასალაბის ისეთი ფორმით გაცნობა ან გადაცემა, რომ გამოირიცხოს კონკრეტული პირების იდენტიფიცირების შესაძლებლობა.

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამოძიების ინეტერსების დაცვა წარმოადგენს, იმ ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის უზრუნველსაყოფადაც შესაძლებელია ამ ეტაპზე, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეიზღუდოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის უფლება, გაეცნოს საქმის მსალებს და მიიღოს მისი ასლები,” – ვკითხულობთ პროკურატურის დადგენილებაში.

მსგავსი თემები