“უკვე გვაქვს მცირე ეპიდაფეთქებები” – ამირან გამყრელიძე

გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რაც პირველი ნიშანია, რომ შემოკრა გონგი განგაშის ზარს. უკვე გვაქვს მცირე კლასტერული ეპიდაფეთქებები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება რეკომენდაციებს სათანადოდ არ დაიცავს, ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდება.

„უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია, რომ კორონავირუსი არ დაგვიმარცხებია. მართალია, სერიოზულად შევამცირეთ ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ დამარცხებისგან ჯერ შორს ვართ. გუშინ და გუშინწინ გადავცდით 600-იან ზღვარს, რაც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ. გამოჩნდა ტენდენცია კლასტერული შემთხვევების, რაც პირველი ნიშანია, რომ შემოკრა განგაშის ზარს. უკვე გვაქვს მცირე კლასტერული, ჯგუფური ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპის რაიონში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ხდება სწრაფად იზოლირება, კონტაქტირებულების თვითიზოლაციაში გადაყვანა, მაგრამ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ისევ და ისევ მოვეშვით, განსაკუთრებით რაიონებში. იმართება დიდი თავყრილობები. ქორწილები იქნება, თუ ჭირის სუფრები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი ინფექციის გავრცელების. ვურუსი ქვეყანაში ცირკულირებს. თუ რეკომენდაციების დავიცავთ, თბილ პერიოდში შევალთ შედარებით მეტი იმედით, რომ მესამე ტალღას ავცდებით. თუ არ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, სამწუხაროდ, ვითარება გაუარესდება. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რომ როგორმე ქვეყანაში მესამე ტალღის დაწყება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები