„მერამდენედ უნდა „გადაგვაგდონ“ ჩვენც და საერთაშორისო საზოგადოებაც“ – თინა ბოკუჩავა „ქართულ ოცნებაზე“

„ადამიანმა, რომელმაც არ იცის ხვალ საკუთარ შვილს, როგორ გამოკვებავს, მისთვის ძალიან ძნელია გრძელვადიან მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბარი,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ოპოზიციონერი დაანონსებულ აქციაზე საუბრობს და თვლის, რომ ვადამდელი არჩევნები ყველა პრობლემის დასამარცხებლად საუკეთესო გზაა:

„მერამდენედ უნდა „გადაგვაგდონ“ ჩვენც და საერთაშორისო საზოგადოებაც, უნდა მივხდეთ, რომ ამ ყველაფრის გადალახვის და რუსეთის ორბიტიდან ჩამოშორების გზა, არის ვადამდელი არჩევნები,  ხალხი უკვე შთანთქმულია ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები