გახდა თუ არა „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა – კლინიკის განმარტება

ვრცელდება ინფორმაცია „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაიცვალების შესახებ. როგორც ექიმის ახლობლები და მედიკოსები ამობენ, მან ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა „მედკაპიტალში“ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

როგორც კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.

„მედკაპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალება სწორედ გულის პრობლემებს უკავშირდება.

მსგავსი თემები