მადრიდის მეტროში ნოუთბუქი აფეთქდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ერთ-ერთ მეტროსადგურ “პრინციპე დე ვერგარაში”, ნოუთბუქი აფეთქდა. მსუბუქად დაშავდა 6 ადამიანი.

როგორც ren.tv  EL MUNDO-ზე დაყრდნობით იტყობინება, ნოუთბუქი ერთ-ერთ მგზავრს ჩანთაში ედო. მისი აფეთქების შედეგად ახლოს მყოფნა ადამიანებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. აფეთქების შედეგად მეტროსადგური პანიკამ მოიცვა. თვითმხილველებმა მომხდარი ტერაქტად შეაფასეს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია მივიდა. მგზავრების ევაკუაცია ოპერატიულად განახორციელეს.

 

მსგავსი თემები