დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ზვიად გამსახურდიამ საზოგადოებას თავი ანტისაბჭოთა გამოსვლებით ახალგაზრდობაშივე დაამახსოვრა. 1976 წელს გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი. გამსახურდია სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად გამოდიოდა ადამიანის უფლებების, პირველ ყოვლისა კი ქართველი ერის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლების, მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის “საერთაშორისო ამნისტიის” წევრებად.

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი 82 წლის გახდებოდა.

მსგავსი თემები