თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

  •  

ახალ სააღმზრდელო წელს თბილისი 11 ახალი საბავშვო ბაღით შეხვდა, მათ შორის, ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩის N1 -ში, 350 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. N68 ბაგა- ბაღი თანამედროვე ტიპის ნაგებობაა, ადაპტირებულია შშმ პირებზე და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. იმავე შენობაში განთავსდა N 64-ე საჯარო ბაღი, რომლის შენობაც ავარიული იყო. მოწესრიგდა ბაღის მიმდებარე ტერიტორია, დაიგო ასფალტის საფარი.

“რაიონის მზარდი მოსახლეობისა და ბავშვთა სიმრავლის ფონზე, საბავშვო ბაღების სიმცირე მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. მოხარული ვარ, რომ შევძელით, ამ რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის კიდევ ერთი ბაღი აგვეშენებინა,“- განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა რიმა ბერაძემ.

ახალი შენობის გახსნას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოში ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრნენ და აღსაზრდელებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

 

მსგავსი თემები