6 საათიანი მედიაციის შემდეგ, მხარეებმა ევროსაბჭოს წარმომადგენლის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრისტიან დანიელსონი იმედგაცრუებულია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და მედიატორების შეხვედრა 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ევროპელი მედიატორი დარწმუნებული იყო, მხარეები შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერდნენ, მასზე უარი ითქვა.

„არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო“ – ასეთი შეფასება გააკეთა ევროპელმა მედიატორმა შეხვედრის დასრულების შემდეგ და მოგვიანებით, ევროკავშირის ოფისმა დოკუმენტის ოფიციალური ნაწილიც გაასაჯაროვა.

„დავასრულე მედიაციის მეორე მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებს; ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში; ასევე, გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეეზე და ადრეულ არჩევნებზე და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და მე წარმოვადგინე ასეთი წინადადება და ის იქნება საჯარო დოკუმენტი ახლა. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა და სამწუხაროა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოშ კონკრეტული მისიით მეორედ ჩამოვიდა, თუმცა, მეორე ვიზიტიც უშედეგო აღმოჩნდა.

მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

მსგავსი თემები