„მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება“ – მედიატორი პარტიებს მიმართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ სუბიექტებთან შეხვედრას დღესაც გამარტავს და ამით მისიას ამოწურავს. ევროპელი მომლაპარაკებელი იმედის იტოვებს, რომ პოლიტიკური სუბიექტები მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერენ და შეთანხმებაც შედგება.

„თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში, ერთი მთავარი გამარჯვებული – ქართველი ხალხი. ამიტომ, დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება“, – ასე მიმართა ევროპელმა მედიატორმა როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციას.

მედიატორი აქცენტს საარცევნო რეფორმაზე აკეტებს და აცხადებს, რომ მთავარია საარჩევნო რეფორმისა და მართლმსაჯულების საკითხების მოგვარება.

შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ ხელმოსაწერ დოკუმენტში, რომელსაც კრისტიან დანიელსონი პარტიებს დღეს წარუდგენს, სწორედ საარცევნო რეფორმა იქნება დომინანტი.

მსგავსი თემები