დედა სოსანა წინამძრღვრობიდან გადააყენეს

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე სტეფანემ, მის დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირებისთვის მიცემული გაფრთხილების სისრულეში მოყვანა უკვე დაიწყო. მეუფემ,  დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენა.

შეგახსნებთ, რომ მეუფემ სასულიერო პირებს სინანულისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უფრო მკაცრი ზომებით დაემუქრა.   

„სასულიერო პირებს, ყველას ვაძლევ ერთკვირიან ვადას, ვინც არის ჩემს იურისდიქციაში, რომ მოინანიონ ღიად და საქვეყნოდ მათი საქციელი. ერთ კვირაში ვინც ამას არ გააკეთებს, ის რაც ჩემზეა დამოკიდებული, მე იმას გავაკეთებ. „ცრუ პეტრეს“ და მის ამფსონებს მე მათ სასულიერო პირებად ვერ ვხედავ. თუ არ მოინანიებენ, ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად მოხდეს. მაგრამ, უკვე ისეთში გადავიდნენ, ზღვარს გადააცილეს. მე ვაყენებ წმინდა სინოდის წინაშე მათ საკითხს“ – ეს განცხადება ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტმა გუშინ გააკეთა.    

მსგავსი თემები