“არ მგონია ვინმეს ეგონოს, რომ ბიძინას და მიშას ისეთი კარგი ურთიერთობები აქვთ, დასხდებიან და კრიზისს განმუხტავენ” – სერგი კაპანაძე კუბილიუსის განცხადებაზე

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ოპოზიციის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა მოლაპარაკების პროცესში სიტუაციას ვერ განმუხტავს და ვერ იქნება მომგებიანი.

“არ მიმაჩნია, რომ ახლა რაიმე ფორმატის გამოგონება, ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრა შეიძლება იყოს უფრო მეტად მომგებიანი და განმმუხტველი სიტუაციის, ვიდრე დღეს არის. არ მგონია, არსებობდეს ადამიანი ამქვეყნად, ვისაც ჰგონია, რომ ბიძინას და მიშას ისეთი კარგი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთში, რომ დასხდებიან ერთ მაგიდასთან და ამ კრიზისზე და მის განმუხტვის გზებზე შეთანხმდებიან. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი სერიოზული იყოს,” – აღნიშნა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.

მსგავსი თემები