კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 14:00 საათზე შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდება.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ. შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, კრისტიან დანიელსონი დღეს დილით შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

მსგავსი თემები