“ქართულმა მაფიამ უკრაინის რკინიგზა გაძარცვა” – უკრაინული მედია

“ქართულმა მაფიამ უკრაინის რკინიგზა გაძარცვა” – ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა obozrevatel.com ავრცელებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის ეკონომიკას სატრანსპორტო კოლაფსი ემუქრება, პასუხისმგებლობას პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარე იულია გრიშინა მიხეილ სააკაშვილის პროტეჟეს, “უკრაინის რკინიგზის” ხელმძღვანელს ვლადიმერ ჟმაკს აკისრებს.

დეპუტატ გრიშინას განცხადებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში ყველა გასაჯაროებული მასალა ვლადიმერ ჟმაკისა და ირაკლი ეზუგბაიას ფინანსური მაქინაციების შესახებ დეტალურად იქნება გამოძიებული.

მარტის ბოლომდე კომპანია “ერნსტ ენდ იანგი-ის” აუდიტორები უკრაინის რკინიგზას ტექნიკურ დეფოლტს გამოუცხადებენ, თვის ბოლოს კი რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან.

მსგავსი თემები