საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის 8 490 პირი დარეგისტრირდა

სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8 490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის „ფაიზერით“ აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა.

ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი. შესაბამისად, გასული ერთი დღის განმავლობაში 129 ადამიანი აიცრა.

შეგახსენებთ, გუშინ საიტზე დარეგისტრირების საშუალება სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ, 18:00 სააათიდან კი ვაქცინების გრაფაში „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა გაჩნდა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს, „ფაზიერით“ იმუნიზაცია კი დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 30 მარტიდან შეეძლებათ.

მსგავსი თემები