“ექსპერტიზის კვლევა მოგვცემს საშუალებას დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ვაქცინა უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სამხარაულის ბიუროს კვლევის შედეგები გახდება ცნობილი, ექსპერტიზის დასკვნა მათ მოქალაქეების დარწმუნების საშუალებას მისცემს, რომ უბედური შემთხვევის გამომწვევი ვაქცინა არ ყოფილა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის მიმართ მოსახლეობის ნდობა კვლავ მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

“დარწმუნებული ვარ, საქართველოში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გაეცემა ყველა კითხვას პასუხი, რომელიც, რა თქმა უნდა, როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსაც გააჩნია.

ის ღრმა კვლევა, რომელიც მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებს დარწმუნებით ვაცნობოთ იმის შესახებ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი არ ყოფილა ვაქცინა და ჩვენ მოქალაქეების ნდობა “ასტრაზენეკას” მიმართ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვაქცინაციის პროცესი ჩვეულ რიტმში აღდგება,” – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები