სოფელ ქვახვრელში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია

მეხანძრე- მაშველებმა ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ყველა მწყემსი, წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეხანძრე- მაშველებმა კუნძულთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა დილიდან მოაწყვეს და წვრილფეხა პირუტყვის გამოყვანა დაიწყეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 24 მარტს შემოვიდა შეტყობინება, რომ უხვი ნალექის გამო მდინარე მტკვარი ადიდდა და სოფელ ქვახვრელთან წარმოიქმნა ხელოვნური კუნძული. კუნძულზე დარჩენილი იყო ექვსი მწყემსი და დიდი ოდენობის წვრილფეხა პირუტყვი და საქონელი. 

ადგილზე დროულად მოხდა მეხანძრე- მაშველების მობილიზება. შესაბამისი მცურავი საშუალებებით მოხერხდა მწყემსების უსაფრთხო ადგილას დროულად გამოყვანა, თუმცა მდინარის დინების სიჩქარის და წყლის დონის მომატების გამო, საქონლის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ორმა მწყემსმა გადაწყვიტა კუნძულზე დარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მათთვის მოაწყო ღამის გასათევი.

მეხანძრე- მაშველები დარჩნენ ადგილზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარალელურად, დაიწყო წყლის დონის მონიტორინგი.

მსგავსი თემები