თორნიკე რიჟვაძე გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს და აცხადებს, რომ  მანდატის გათვალისწინებით, აპირებს, რეგიონის მოსახლეობას 2024 წლამდე ემსახუროს.

„უკვე სამი წელია, პრაქტიკულად ყოველ კვარტალში მესმის აღნიშნული ჭორები. მინდა, დაგამშვიდოთ ყველა, რომ მე ვაპირებ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ჩემი მანდატი, 2024 წლამდე ვემსახურო როგორც რეგიონის მოსახლეობას, ასევე ჩემს ქვეყანას და, რა თქმა უნდა, თქვენ“, – მიმართა ჟურნალისტებს თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი თემები