„გადაადგილების სიჩქარე არ არის ისეთი ნელი, რომ მშვიდად ყოფნის საშუალება მოგვცეს“ – სპეციალისტი „მედიაცენტრ მთავარში“ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე და მიმდინარე მეწყრულ პროცესებზე

„დღევანდელი ინფორმაცია არის უფრო მეტი, რაც წინა კვირას ვიცოდით, მაგრამ კონკრეტიკისგან ჯერ ძალიან შორს ვართ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა“ და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა განაცხადა.

სპეციალისტის თქმით, გამოყოფილ ბლოკსა რამდენიმე ტრაექტორია აქვს, რომელიც შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით წავიდეს:

„ის ბლოკი, რომელიც ნაპრალით არის გამოყოფილი გადაადგილდება და ეს სიჩქარე არ არის ისეთი ნელი, რომ დამშვიდების საშუალებას გვაძლევდეს, რისი თქმის საშუალებაც გვექნება ისაა, თუ რა მდგომარეობაში იქნება დანარჩენი ზონა, ეჭვი გვაქვს,  გადაადგილდება, თუმცა ამას ჯერ – ჯერობით დაზუსტებით ვერ ვამბობთ, ამაზე გვაქვს ეჭვი, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა გამოწვევა იდგეს არა მარტო ამ კონკრეტული ადგილის გადაადგილება, არამედ ფერდის.

 ეს არის ფარდობითი სიჩქარე გადაადგილების, რომელიც დღეს ან ხვალ შესაძლოა გაიზარდოს ან შემცირდეს, დღეის მდგომარეობით ბლოკი დანარჩენ ფერდთან შედარებით გადაადგილდება 5 სანტიმეტრით, ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ პროცესი დაწყებული 20 – 25 დღის წინ,“ – განაცხადა ლაშა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები