“სენატორების მთავარი გზავნილი არის, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, მათ ქაჯანას ვერ გამოვუგზავნით, შემოვიდნენ და იმუშაონ” – სოზარ სუბარი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით, სენატში მოსმენისას სენატორებმა თქვეს, რომ ეუთო/ოდირი-ს დასკვნას სრულად ეთანხმებიან.

„მათი დასკვნაა, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური და დარღვევების მიუხედავად, ამას გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე. ეუთო/ოდირის წინადადებაც და სენატორების მთავარი გზავნილიც არის, რომ ოპოზიციური პარტიები შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ. ქაჯანას ვერ გამოვუგზავნით – შედით, შედით, ვერ ვაყვირებთ, შემოვიდნენ და იმუშაონ. აბსოლუტურ უმრავლესობას სურვილი აქვს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და როგორმე დაუსხლტნენ სააკაშვილის ბულინგს, რა გახდა ასეთი? არავის მხრიდან არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ არ დამდგარა. ერთადერთი, ვისაც ლეგიტიმაცია არ უცნია დღემდე, არის გავრილოვ-ნარიშკინი და ქართული ოპოზიცია. თუ უნდათ, ერთ ტაფაში იხრაკებოდნენ, მოიხრაკონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები