“მოგვიწევს შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება, თუ არ ავირჩევთ ვაქცინაციის, პირბადეების გზას” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმისთვის რომ ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, აუცილებელია მასობრივი ვაქცინაცია და პირბადეების ტარება:

“საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, უარის თქმა ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმზე და პირბადეების ტარება. ასეთ შემთხვევაში გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა საქართველოს, ისეთი პერსპექტივა, როგორიც ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს, ეს არის, რომ ახალი შემთხვევები არ გაიზრდება კიდევ უფრო შემცირდება, გარდაცვალებები კიდევ უფრო შემცირდება და შეიძლება, განულდეს კიდეც, რასაც თან მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის, კომენდანტის საათის. ბიზნესი იქნება ღია, ეკონომიკა იქნება ღია და ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. 

ავირჩიოთ ვაქცინაციისა და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, ხელახლა შემოღება შეზღუდვების და ლოკდაუნების, რაც გავიარეთ გასულ წელს,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები