„ჩვენი პოზიციაა, რომ მოკლეს, სამედიცინო ენით როგორ აიხსნება არ გვაინტერესებს – მოკლეს“ – ტარიელ ბაქრაძე “მედიაცენტრ მთავარში”

„ვფიქრობ, რომ საავადმყოფოში არ იყო ვაქცინაციისთვის საჭირო პირობები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში,“ – გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ბიძამ, ტარიელ ბაქრაძემ განაცხადა.

ტარიელ ბაქრაძე ამბობს, რომ მედ პერსონალი მათ არ ესაუბრება:

„ექიმები არ გველაპარაკებიან, ცხადია ვიღაც არის მომხდარში დამნაშავე , ჩვენი პოზიცია ის არის, რომ მოკლეს, მედიცინის ენით როგორ აიხსნება არ გვაინტერესებს, სულ რომ არ გაეკეთებინა ვაქცინა მოკლეს, ადრენალინი ან დაგვიანებით გაუკეთეს ან სულ არ გაუკეთებიათ, ჟონავს იქიდანაც ინფორმაცია, ამხელა მსოფლიოში, ეს მხოლოდ ჩვენს შვილს დაემართა საქართველოში,“ – განაცხა ტარიელ ბაქრაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

ბიძის თქმით, გარდაცვლილი ავარიაში იყო მოყოლილი, რაც მედიკოსებმაც იცოდნენ:

„იყო ავარიაში მოყოლილი და თუ ტრამვირებულ თავზე არ შეიძლებოდა მედიკოსებს არ უნდა სცოდნოდათ?, ბოლო საღამოს მას ჰქონდა თავის ტკივილი, არაფერი სხვა ჩივილები არ ჰქონია, თუ ეს პროცესი წინა საღამოს უვითარდებოდა ეს ჩვენ არ ვიცით, იმ დღემდე მას პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ ჰქონია, თუ ჩუმად გადაიტანა ვირუსი, ესეც არ ვიცით,“ – განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ „მედიაცემტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები