„შესაძლოა მას ჰქონდა გადატანილი კოვიდი და ვაქცინაციამ გამოიწვია მძიმე შედეგი“ – მეგი ბაქრაძის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“

„პირველი ვერსია ესაა ანაფილაქსიით გამოწვეული შოკი, თუმცა არაა დამტკიცებული ეს იყო თუ არა მიზეზი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა.

უფლებადამცველი განმარტავს იმ სავარაუდო ვერსიებს, რასაც შესაძლოა ექთნის დაღუპვა გამოეწვია:

„მეორე ვერსია ესაა, ფილტვის თრემბო ემბოლია, ორივე მათგანი ახასიათებს კოვიდზე იმუნიზაციის პროცესს და მესამე ვერსია ეს არის,  ის, რაც ერთ – ერთ სამედიცინო ჩვენებაში წერია, რომ მეგის ჰქონდა ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა, მას ჩაუტარდა პისიარ ტესტი და შედეგი იყო უარყოფითი, შესაძლოა მას ჰქონდა გატანილი კოვიდი და ამის შემდგომ ვაქცინაციამ გამოიწვია მძიმე შედეგები. ჯერ – ჯერობით დოკუმენტაცია არაა სრულყოფილი, რომ დასკვნა დაიდოს.“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.”

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები