კონგრესის ზედა პალატა, სავარაუდოდ, მუშაობას დაიწყებს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე

ამერიკელი სენატორები პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ. საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ვაშინგტონში, კონგრესის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილეს.

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობით, ერთადერთი მხარე – რუსეთი სარგებლობს. სენატორებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ყურადღება სასამართლოსა და საარჩევნო რეფორმების გატარების აუცილებლობაზე გაამახვილეს. 

კითხვები დაისვა ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებებთან დაკავშირებით პირობის დაწესების შესაძლებლობაზე.

კონგრესის ზედა პალატა, სავარაუდოდ, მუშაობას დაიწყებს საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე, რომელშიც კომპრომისის მონახვის აუცილებლობაზე იქნება საუბარი.

მოგვიანებით, სენატორმა შაჰინმა ტვიტერზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ სენატის ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას, ასევე “ქართული ოცნებასა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” შორის მოლაპარაკებების აუცილებლობას.

მსგავსი თემები