სისხლში ტყვიის შემცველობაზე 7 წლამდე ბავშვებს გამოიკვლევენ

სტატისტიკის ეროვნული სამსახური და გაეროს ბავშვთა ფონდი, 2-დან 7 წლამდე ბავშვებში, სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით მასშტაბურ კვლევას იწყებენ. გაეროს მკვლევარები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შევლენ 14 000 ოჯახში და ოჯახის ირგვლივ არსებულ ყველა ფაქტორებს შეისწავლიან, მათ შორის ბავშვის და დედის მდგომარეობას, დედის რეპროდუქციული ჯანმრთელობას, ბავშვის ჯანმრთელობას, ექიმს როგორ მიმართავენ, აქვს თუ არა ბავშვს სახლში სათამაშო და სხვა.

კითხვარის გარდა, 5 წლამდე ასაკის ბავშვების გაზომვა – აწონვა განხორციელდება, რის მიხედვითაც დადგინდება ნუტრიციული დეფიციტი.

კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. კონკრეტული პრეზენტაცია კი დღეს გაიმართება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა თაკო უგულავამ განუცხადა, სისხლში ​ტყვიის შემცველობის პრობლება, ბოლო ხანებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დადგა დღის წესრიგში. წყაროს დადგენის სხვადასხვა გზები არსებობს. ტყვია ადამიანის ორგანიზმში ხვდება ბენზინიდან, საღებავიდანსათამაშოდან, საკვებიდან.

მისივე ინფორმაციით, კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ.
კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

მსგავსი თემები