აშშ-ის სენატში დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ, – შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, თემაზე – „საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა“ -მოსმენა 23 მარტს გაიმართება და მას სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.

სხდომას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეები, ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.

მსგავსი თემები