აქტივისტები პოლიციელს ეროვნული დროშის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელში პოსტს, ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს, სადაც ასახულია დაპირისპირება სამართალდამცავებსა და პროტესტანტებს შორის.

„ეს არის კატასტროფა,რაც ჩაიდინა გუშინ პოლიციელმა! დემონსტრანტს დროშა წაართვა პოლიციელმა და გადააგდო, ქართული დროშის დაცვისთვის გაწირული სიცოცხლეები, გიორგი ანწუხელიძე წამებით მოკლეს დროშის არ შეურაცხყოფის გამო და კიდევ რამდენმა გმირმა გაწირა საკუთარი სიცოცხლე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის დაცვისთვის?!

ქვეყანა არ გვაქვს,სახელმწიფოებრიობა სულს ღაფავს!

შ.ს.ს.-ს მოვუწოდებთ,დღესვე გააგდეთ ეს გარეწარი სამსახურიდან!“ – წერს კაკა კვეკვესკირი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ დაპირისპირება გუშინ მარნეულისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

მსგავსი თემები