ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულ მინისტრთან, თეა წულუკიანთან, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახლად ჩამოყალიბებული სამინისტროს დაკომპლექტების, სტრუქტურის ჩამოყალიბების საკითხებსა და უმთავრეს მიმართულებებზე, რომელიც ეხება, როგორც კულტურისა და სპორტის, ასევე ახალგაზრდობის დარგს.

„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, ვიდრე საქართველო 2024 წელს, ევროკავშირში წევრობის შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს. აღინიშნა, რომ ამ პროცესში, კულტურას, სპორტსა და ახალგაზრდობას თავისი ღირსეული ადგილი უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის ბრძანებას მთავრობის მეთაურმა ხელი 19 მარტს მოაწერა.

მსგავსი თემები