„ეს არის  დანაშაული საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და სამშობლოს წინაშე და რაც მთავრია, ღმერთის წინაშე“ – დეკანოზი

„კანონი დეკრიმინალიზაციის შესახებ, კანონი ლეგალიზაციის შესახებ და ახლა ბოლო დროს უკვე პლანტაციების გაშენების შესახებ კანონის მიმღებლობის წინაშე დგომა – ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და სამშობლოს წინაშე და რაც მთავრია, ღმერთის წინაშე“ – აცხადებს დეკანოზი დავით ისაკაძე და მიღებული გადაწყვეტილებების მხარდამჭერებს დამნაშავეებს უწოდებს.

„თითოეული ის ადამიანი, იქნება პოლიტიკოსი თუ ამ პროგრამის მხარდამჭერი,  დამნაშავეა ღმერთის, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენ, სამღვდელოება კატეგორიულები ვართ და მოვითხოვთ, გაუქმდეს ეს კანონები. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ნურავის ეგონება, რომ ეკლესიაში საქმეს დაალაგებენ, ეკლესიაში საქმეს ვერასდროს დაალაგებენ. ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც სულიწმინდა მართავს. ათი ადამიანიც რომ დარჩეს, სამღვდელო პირი და მრევლი, იცოდნენ, რომ თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ“ – აცხადებს დეკანოზი.

 

მსგავსი თემები