“ყველა დედის შვილის ცოდოა… ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული” – დაღუპული ექთნის მამა

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღელე და მამა ობიექტური გამოძიების წარმართვას ითხოვენ. ისინი თხოვნით მიმართავენ ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელს, რომ შეისწავლონ გარემოებები და გაირკვეს, რა იყო ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.

“ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვაინტერესებს, სხვა არაფერი. გავიგოთ რა მოხდა ჩემი შვილის თავზე. ყველა დედის შვილის ცოდოა… ეს მეორე შვილია ჩემი დაღუპული. მე ბიჭი მაკლია. ჩემს მდგომარეობაში ყოფნას არავის არ ვუსურვებ… ეს მხოლოდ ჩემი ოჯახის ტრაგედია არაა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა,” – განაცხადა მეგი ბაქრაძის მამამ ვეფხია ბაქრაძემ.

“მე 4-ის ნახევარზე დამირეკეს. სანიტარმა დარეკა თავის მეუღლესთან და მეუღლემ დამირეკა მე. რომ დავრეკე ჩემი მეუღლის ტელეფონზე, არავინ პასუხობდა.

პოტრომბინი ჰქონია დაბალი, თუ მაღალი და გემოგლობინი დაბალი. ამას ვერ არეგულირებდნენ.

მეუღლე რომ მოვიდა სახლში, წამალი რომ დამალევინესო, მის მერე თავის ტკივილი მაქვსო. მეუღლემაც არ იცოდა, რა ტაბლეტი იყო,” – აღნიშნა მეგი ბაქრაძის მეუღლემ მანუჩარ კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ “ასტრაზენეკას” ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა “იმედში” გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მსგავსი თემები