დათა პაპას გამოსვენებისას საოკუპაციო ზოლთან შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს

ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილის დაკრძალვის ცერემონია დაიწყო. საოკუპაციო ზოლს აქეთ, დათა პაპას ნათესავები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და ჩვეულებრივი  მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები, რომელთაც ოჯახისთვის პირადად მისამძიმრების საშუალება არ მიეცათ.

დათა პაპას გამოსვენებისას, საოკუპაციო ზოლთან შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს.  

დათა ვანიშვილის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი ოკუპანტებმა 2011 წელს მავთულხლართებით გაყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდა, სახლი მაინც არ დატოვა.

უკანონო გადაწყვეტილებას დათა პაპა სიცოცხლის ბოლომდე, 10 წლის განმავლობაში ებრძოდა.

მსგავსი თემები