“ახალციხეში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ახალციხეში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას გრძნობს.

“მომხდართან დაკავშირებით ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ეს არის თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ საკითხზე მუშაობს. 

ის ფაქტი, რაც მოხდა ახალციხეში, არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და კვლავ ამბულატორიაში გადაინაცვლოს. ჯანმოსგან რეკომენდებულია, რომ ამბულატორიული დონეზე ხდებოდეს ვაქცინაცია”,- ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მსგავსი თემები