პარლამენტმა მარიხუანას კულტივაციის საკითხის განხილვა გადადო

მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი  მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხოლოდ ერთ ნაწილს – მოხმარებას განიხილავს, კულტივაცია – რეალიზაციის  საკითხის განხილვა არ შედგება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,   კულტივაციის საკითხის განხილვის გადადება საზოგადოების   ინფორმირების მიზეზით მოხდა.

„მცენარე კანაფის კულტივაცია – რეალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღება არ გვეჩქარება. მთავარია  საზოგადოება იყოს ინფორმირებული.  მივიღეთ გადაწყვეტილება, საკითხების განხილვა 2 ნაწილად დავყოთ.  როგორც მოგეხსენებათ, ორი კანონპროექტის პაკეტია ინიცირებული. შს სამინისტროს თხოვნით, სასწრაფოდ დავიწყებთ იმ საკითხის განხილვას, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარებას. დღეს ვაკუუმია დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და ჩვენი ამოცანაა ამ ვაკუუმის სასწრაფოდ აღმოფხვრა. შესაბამისად, მომდევნო სასესიო კვირიდან დაიწყება იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას და საუბარია მკაცრ რეგლამენტაციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები